კახა ქვაჩაკიძე დაიბადა წყალტუბოს რაიონ სოფელ მუხიანში, 1980 წლის 4 მარტს. 1998 წელს დაასრულა მუხიანის საჯარო სკოლა, 1999 წელს სწავლება გააგრძელა აგრობიზნესისა და აგროეკოლოგიის კოლეჯში. მუშაობდა წერეთლის უნივერსიტეტში უსაფრთხოების სამსახურში, 2016 წლიდან მუშაობს მუხიანის საჯარო სკოლაში მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორად.
საქმისმწარმოებელი: ირინე ფხაკაძე
ირინე ფხაკაძე დაიბადა 1986 წლის 17 ივნისს, 2003 წელს წარჩინებით დაამთავრა სოფელ ზედა მესხეთ-ბროწეულის საშუალო სკოლა. 2003 წელს ჩააბარა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიებერაბთა ფაკულტეტზე, მათემატიკის სპეციალობით. 2007 წელს მიიღო მათემატიკის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. გავლილი აქვს ფინანსური აღრიცხვის ბუღალტრის პირველი ეტაპი და ფინანსური ინფორმაციის კომპიუტერული დამუშავების კურსი. ფლობს კომპიუტერულ პროგრამებს. 2018 წლის 17 სექტემბრიდან მუშაობს სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანის საჯარო სკოლაში საქმისმწარმოებლად.
ბონდო გოგონაძე დაიბადა 1999 წლის 22 მაისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტ სოფელ მუხიანში. 2005 წელს სწავლა დაიწყო წყალტუბოს რაიონ სოფელ მუხიანის საჯარო სკოლაში. 2017 წელს ჩააბარა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სპეციალობით ბიზნესის ადმინისტრირება. 2019 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს ბანკში გაყიდვების უმცროსი მენეჯერის თანამდებობაზე. 2021 წელს მუშაობა გააგრძელა კრედო ბანკში გაყიდვების დეპარტამენტის უფროსად. 2025 წლის აგვისტოდან დღემდე მუშაობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტ სოფელ მუხიანის საჯარო სკოლაში ბიბლიოთეკარად.
ექიმი
ქეთევან ტორაძე დაიბადა 1961 წლის 11 ოქტომბერს ქ.ქუთაისში.
1968 წელი შევიდა და 1976 წელს დაამთავრა მუხიანის საბაზო საშუალო სკოლის 8 კლასი, რის შემდეგაც სწავლა გააგრძელა ქუთაისის სამედიცინო სასწავლებელში. სასწავლებელი დაამთავრა 1979 წელს მედდის სპეციალობით.
1991 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ.კემეროვის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედაგოგიური ფაკულტეტი.
1991-92 წლებში მუშაობდა ქუთაისის ბავშვთა მრავალპროფილიან საავადმყოფოში ექიმ-ინტერნად.
1992-95 წლებში მუშაობდა ქუთაისის ბავშვათა N4 პოლიკლინიკაში უბნის პედიატრად.
1995-98 წლებში მუშაობდა მუხიანის საექიმო ამბულატორიაში უბნის პედიატრად.
2000 წელს დაამთავრა ქ.ქუთაისის წმ.გაბრიელ ეპისკოპისის სახელობის სასულიერო სასწავლებელი.
2006-2007 წლებში მუშაობდა შპს ქვიტირის საექიმო ამბულატორიაში ექიმ-პედიატრად (დროებით)
2014-17 წლწბში მუშაობდა მუხიანის N10 საბავშვო ბაღში.
ამჟამად მუშაობს მუხიანის საჯარო სკოლაში სკოლის ექიმად.