ვარდენ ნიქაბაძეს სკოლაში მუშაობის 28-წლიანი გამოცდილება აქვს. მუხიანის სკოლის დირექტორად დანიშვნამდე, 2007 წლიდან 2024 წლის ივნისამდე (17 წლის განმავლობაში), იგი ფარცხანაყანევის №2 საჯარო სკოლას ხელმძღვანელობდა. პედაგოგიური კარიერის მანძილზე ასწავლიდა მათემატიკას, ფიზიკას, ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და სამოქალაქო განათლებას.
2022 წელს, განათლების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მინისტრის ბრძანებით მას მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა. ვარდენ ნიქაბაძე ცნობილია სასწავლო და სკოლის მართვის პროცესში ინოვაციური პროექტების დანერგვითა და განხორციელებით. იგი აქტიურად უზიარებს საკუთარ გამოცდილებას კოლეგებს კონფერენციებსა და ტრენინგებზე გამოსვლებით, ასევე აქვეყნებს სტატიებსა და ვიდეომასალას.
მისი თანაავტორობით გამოცემულია სახელმძღვანელო „სასწავლო პროცესის ტრანსფორმაცია ტექნოლოგიების გამოყენებით“. ასევე არის რამდენიმე ონლაინ კურსის ავტორი და თანაავტორი, მათ შორის:
„სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის“ (განკუთვნილია სკოლის დირექტორების, მასწავლებლების, რესურსცენტრებისა და განათლების სპეციალისტებისთვის);
„ციფრული კონტენტის დიზაინი“ (ეხება H5P ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ინტერაქტიული კურსების შექმნას);
2020 წელს, „განათლების კოალიციის“ ეგიდით გამართულ ლიდერობის ეროვნულ კონკურსში, საუკეთესო დირექტორთა სამეულში დასახელდა. 2020 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია, ხოლო 2022 წლიდან — განათლების ხარისხის განვითარების ექსპერტი.
მამუკა ქვაჩაკიძე დაიბადა 1971 წლის 16 იანვარს, 1978 წელს სწავლა დაიწყო წყალტუბოს რაიონის სოფელ მუხიანის საშუალო სკოლაში, აღნიშნული სკოლის საშუალო საფეხურის სრული კურსი დაასრულა 1988 წელს. 1989 წელს ჩაირიცხა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ფიზიკა მათემატიკურ ფაკულტეტზე, მათემატიკა-ინფორმატიკა-გამოთვლითი ტექნიკის სპეციალობის პირველ კურსზე, რომელიც დაასრულა 1994 წელს. 1992 წლიდან დღემდე მუშაობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანის საჯარო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად. 2007-2024 წლებში იყო ამავე სკოლის დირექტორი. 2024 წლიდან დღემდე არის დირექტორის მოადგილე.
ირმა ქვაჩაკიძე დაიბადა 1968 წლის 25 დეკემბერს. 1986 წელს დაამთავრა მუხიანის საშუალო სკოლა. 1989 წელს დაამთავრა თბილისის საფინანსო ეკონომიკური ტექნიკუმი. 1990 წლიდან 2005 წლამდე მუშაობდა მუხიანის საკრებულოს მთავარ ბუღალტრად. 2005 წლიდან დღემდე მუშაობს სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანის საჯარო სკოლის ბუღალტრად.