1974 წელს დაამთავრა ალ.წულუკიძის სახელობის ქ.ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ბიოლოგია ქიმიის სპეციალობა.
1975 წლიდან მუშაობს მუხიანის საჯარო სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებლად.
2018 წლიდან არის სერთიფიცირებული მასწავლებელი - უფროსი მასწავლებლის სტატუსით.
პერიოდულად გაიარა საკვალიფიკაციო კურსები და ტრენინგები.
სხვადასხვა წლებში იყო:
სკოლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე,
სკოლის პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე,
სკოლის საბუნებისმეტყველო კათედრის ხელმძღვანელი,
სკოლის სამნეო ნაწილის გამგე
დღესაც აქტიურადაა ჩართული სკოლის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
იზოლდა დურმიშხანის ასული აფრიდონიძე დაიბადა 1956 წლის 28 თებერვალს წყაალტუბოს რაიონი სოფელ ფარცხანაყანევში.1973 წელს დაამთავრა სოფ ფარცხანაყანევის შ.ნუცუბიძის სახელობის საშუალო სკოლა.
1979-1982 წლებში სწავლობდა ქუთაისის ალ.წულუკიძის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტტში. დაწყებითი კლასების პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე.
1982 წლის 5 სექტემბრიდან მუშაობა დაიწყო სოფ:მუხიანის საშუალო სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებლად.1988-2007 წლებში მუშაობდა ამავე სკოლის დირექტორის მოადგილედ სასწავლო აღმზრდელობით დარგში.
2014 წლიდან დღემდე მუშაობს სპეციალურ მასწავლებლად.
გავლილი აქვს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრტის ტრენინგი, მაკლეინის ასოციაციის ტრენინგი. არის უფროსი სპეციალური მასწავლებელი.
დაბადების თარიღი1958 წ.
დაიბადა აფხაზეთში.გულრიფშის რაიონი სოფ.წებელდაში. 1983 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ.ქუთაისის ალ.წულუკიძის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია ფილოლოგიის ფაკულტეტი,სპეციალობით ქართული ენა, ლიტერატურა, ისტორია. მიენიჭა ქართული ენა ლიტერატურა ისტორიის მასწავლებლის წოდება.
1983-92 წლებში მუშაობდა ქუთისის საბრძოლო დიდების მუზეუმში.1993-2000 წლებში აკ.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ დიალექტოლოგიის ინსტიტუტში.
2000 წლიდან დღემდე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მუხიანის საჯარო სკოლაში ჯერ ისტორიის,შემდეგ კი ქართული ენის და ლიტერატურის მასწალებლად.
2014 წელს მაწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მიენიჭა უფროსი მასწავლებლის სტატუსი.
ელგუჯა ხოფერიამ 1983 წელს დაამთავრა ქ.ქუთაისის ალ.წულუკიძის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი ისტორია ფილოლოგიის ფაკულტეტი,სპეციალობით ქართული ენა ლიტერატურა, ისტორია. მიენიჭა ქართული ენა ლიტერატურა ისტორიის მასწავლებლის წოდება.
1983 წლიდან დღემდე მუშაობს წყალტუბოს რაიონის სოფ.მუხიანის საჯარო სკოლის ქართულუი ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.
1993 წლიდან 2007 წლამდე იყო ამავე სკოლის დირექტორი.
2019 წელს მიენიჭა უფროსი მასწავლებლის სტატუსი.
ნელი რობაქიძე - გვანცელაძე დაიბადა 1958 წლის 20 ოქტომბერს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთში. 1985 წელს დაამთავრა ნიკო მუსხელიშვილის სახელობის ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტი..
1994 წელს განათლების სამინისტომ მიანიჭა მათემატიკის მასწავლებლის უფლება და სამინისტროს ბრძანების საფუძველზე 1994 წლის 2 თებერვლიდან მუშაობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ უკანეთის დაწყებით სკოლაში მასწავლებლად. ჯერ იყავი გამგე მასწავლებელი, შემდეგ დირექტორი და ამჟამად მუხიანის საჯარო სკოლასთან შერწყმული უკანეთის დაწყებითების მასწავლებლი.. არის უფროსი მასწავლებელი. პერიოდულად გაიარა ქუთაისის პედაგოგიურ უნივერსიტეტში გადამზადების კურსები დაწყებითების მიმართულებით, ასევე სხვადასხვა ტრენინგები და აქვს შესაბამისი სერტიფიკატები.
დაიბადა 1960 წლის 28 იანვარს წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანევში.
1976 წელს დაამთავრა მუხიანის საშუალო სკოლა.1984 წელს წარჩინებით დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი,რის საფუძველზეც მიენიჭა ფიზიკის მასწავლებლის კვალიფიკაცია.
1985-88 წლებში სწავლობდა ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში.1989 წელს დაიცვა დისერტაცია და უმაღლესი საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით მიენიჭა მეცნიერებათა კანდიდატის კვალიფიკაცია ფიზიკის სწავლების მეთოდიკაში.
2014 წელს მაწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მიენიჭა უფროსი ,ხოლო 2020 წელს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი ფიზიკაში.
1884 წლიდან მუშაობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანის საჯარო სკოლაში ფიზიკის მასწავლებლად. პარალელურად სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა ქუთაისის პოლიტექნიკურ და პედაგოგიურ ინსტიტუტებში, იყო მათ შორის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი.
1991 -2005 წლებში იყო მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ზონალური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკისა და ინფორმატიკის მეთოდიკათა კათედრის გამგე.
დოდო დავითულიანი 1983 წლიდან 2000 წლამდე მუშაობდა ს. ფარცხანაყანევის პირველ არასრულ სკოლაში რუსული ენის მასწავლებლად.
2008 წლიდან ასწავლის ს. მუხიანის საჯარო სკოლაში რუსულ ენას.
2017 წელს სასერტიფიკაციო გამოცდის საფუძველზე მიენიჭა უფროსი მასწავლებლის სტატუსი.
დაიბადა 1963 წლის 9 მაისს, წყალტუბოს რაიონის სოფელ მესხეთში.
1980 წელს დაამთავრა მუხიანის საშუალო სკოლა.1986 წელს კი ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო-გეოგრაფიის ფაკულტეტი წარჩინებით და მიენიჭა ბიოლოგიის მასწავლებლის კვალიფიკაცია. ამავე წლის 11 სექტემბერს დაიწყო მუშაობა მუხიანის საშუალო სკოლაში გახანგრძლივებული ჯგუფის მასწავლებლად.
1995 წელს დაამთავრა დაწყებითი კლასების პედაგოგიკისა და მეთოდიკის ფაკულტეტი და მიენიჭა დაწყებითი კლასების მასწავლებლის კვალიფიკაცია.
2011 წელს სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების საფუძველზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მიენიჭა დაწყებითი საფეხურის (I-IV)უფროსი მასწავლებლის სტატუსი.
2012 წელს - ქართული ენისა და ლიტერატურის(I-VI)უფროსი მასწავლებლის სტატუსი;
2014 წელს- ქართული ენისა და ლიტერატურის(VII-XII)უფროსი მასწავლებლის სტატუსი,
2022 წელს ჩააბარა წამყვანი მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა,რის საფუძველზეც 2023 წელს ,პორტფოლიოს დაცვის შემდეგ მიეენიჭა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი.
2025 წელს წარმატებით ჩააბარა ბუნებისმეტყველების ( I-VI ) სასერტიფიკაციო გამოცდა.
1993 წლიდან დღემდე მუშაობს დაწყებითი კლასების მასწავლებლად.
მალვინა ბაბუნაშვილი 1990 წლიდან 35 წლიანი გამოცდილებით მუშაობს მუხიანის საჯარო სკოლაში.
1989 წელს დაამთავრა ალ წულუკიძის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი:გეოგრაფია- ბიოლოგიის სპეციალობით.
1989-90 სასწავლო წელს დაამთავრა ქუთაისის აკ.წერეთლის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის პედაგოგიკა- ფსიქოლოგიის მიმართულებით (“პრაქტიკული ფსიქოლოგია სახალხო განათლების სისტემაში”.) არსებული მასწავლებელთა გადასამზადებელი 9 თვიანი კურსები.
1990 წელს დაიწყო მუშაობა ფსიქოლოგად მუხიანის საჯარო სკოლაში,სადაც 1998 წლამდე მუშაობდა ფსიქოლოგად.
შემდეგ1998-99 სასწავლო წელს დაამთავრა წმ.გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ქ.ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის სრული კურსი.ასწავლიდა ამავე სკოლაში რელიგიის ისტორიასა და კულტურას.
2008 წლის სექტემბერში გააგრძელა მუშაობა იმავე სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად.ასწავლის აგრეთვე საგანს:მე და საზოგადოებას.
მინიჭებული აქვს უფროსი მასწავლებლის სტატუსი.
ნესტან ფანცხავა დაიბადა 1967 წლის 7 თებერვალს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხომულში. 1984 წელს დაამთავრა გუმბრინის საშუალო სკოლა. 1985 წელს ჩაირიცხა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, რომელიც 1991 წელს დაასრულა. მისი მოწოდება არ იყო ინჟინრობა , ამიტომ გადაწყვიტა აერჩია პროფესია, სადაც მისთვის საყვარელი საგანი, ქიმია, იქნებოდა მნიშვნელოვანი. მან დაამთავრა თბილისის გადამზადების ინსტიტუტი და 1993 წელს მუშაობა დაიწყო სოფელ ზედა მესხეთის ბროწეულის საჯარო სკოლა-ინტერნატში, სადაც დღემდე მუშაობს ქიმიის პედაგოგად.
ამ საქმისადმი ერთგულება მას მეორე კოლექტივმაც შესძინა მუხიანის საჯარო სკოლის სახით. ნესტან ფანცხავა ძალიან ამაყი და ბედნიერია, რომ ამ დიდი ტრადიციების მქონე კოლექტივმა მიიღო და მისი სრულყოფილი წევრი გახდა. ნესტან ფანცხავა არის ადამიანი, რომელიც მთელი გულით არის შეყვარებული თავის პროფესიაზე და ცდილობს მომავალ თაობებსაც გაუზიაროს თანამედროვეობის ეს მნიშვნელოვანი ცოდნა.
იარმილა სვანაძე დაიბადა 1968 წლის 1იანვარს.1985 წელს დაამთავრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიის საჯარო სკოლა. ამავე წელს ჩაირიცხა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაწყებითების მასწავლებლის სპეციალობაზე. რომელიც დაამთავრე 1989 წელს. ამავე წლიდან მუშაობა დაიწყო
მუხიანის საჯარო სკოლის დაწყებითების მასწავლებლად და დღემდე მუშაობს მუხიანის საჯარო სკოლაში აღნიშნული სპეციალობით. ჩააბარე მასწავლებლის სასერთიპიკაციო გამოცდა აღნიშნულ სპეციალობაში და 2019 წელს მიენიჭა უფროსი მასწავლებლის სტატუსი.
დაიბადა 1969 წლის 10 მარტს ვანში. დაამთავრა ინაშაურის არასრული და ამაღლების საშუალო სკოლა. ჩააბარა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში ფიზიკა- მათემატიკის ფაკულტეტზე. (სპეციალობა მათემატიკა, ინფორმატიკა და გამოთვლითი ტექნიკა) უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ინაშაურის სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად. ჩააბარა პირველი მასწავლებლის გამოცდა და გახდა პირველი კატეგორიის მასწავლებელი. ასწავლიდა სასწავლო ცენტრ ,,რაუნდაფში” და ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლაში. 2016 წელს ჩააბარა მასწავლებლის გამოცდა მათემატიკაში და გახდა უფროსი მასწავლებელი. 2019 წლიდან მუშაობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მუხიანის საჯარო სკოლაში მათემატიკის და ჭადრაკის მასწავლებლად.
მამუკა ქვაჩაკიძე დაიბადა 1971 წლის 16 იანვარს, 1978 წელს სწავლა დაიწყო წყალტუბოს რაიონის სოფელ მუხიანის საშუალო სკოლაში, აღნიშნული სკოლის საშუალო საფეხურის სრული კურსი დაასრულა 1988 წელს. 1989 წელს ჩაირიცხა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ფიზიკა მათემატიკურ ფაკულტეტზე, მათემატიკა-ინფორმატიკა-გამოთვლითი ტექნიკის სპეციალობის პირველ კურსზე, რომელიც დაასრულა 1994 წელს. 1992 წლიდან დღემდე მუშაობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანის საჯარო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად. 2007-2024 წლებში იყო ამავე სკოლის დირექტორი. 2024 წლიდან დღემდე არის დირექტორის მოადგილე.
მუხიანის საჯარო სკოლის ინფორმაციული ტექნოლოგიების მასწავლებელი. მას სკოლაში მუშაობის 28-წლიანი გამოცდილება აქვს. მუხიანის სკოლის დირექტორად დანიშვნამდე, 2007 წლიდან 2024 წლის ივნისამდე (17 წლის განმავლობაში), იგი ფარცხანაყანევის №2 საჯარო სკოლას ხელმძღვანელობდა. პედაგოგიური კარიერის მანძილზე ასწავლიდა მათემატიკას, ფიზიკას, ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და სამოქალაქო განათლებას. (ჩაბარებული აქვს გამოცდა ზემოთ ჩამოთვლილ საგნებში).
2022 წელს, განათლების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მინისტრის ბრძანებით მას მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა. ვარდენ ნიქაბაძე ცნობილია სასწავლო და სკოლის მართვის პროცესში ინოვაციური პროექტების დანერგვითა და განხორციელებით. იგი აქტიურად უზიარებს საკუთარ გამოცდილებას კოლეგებს კონფერენციებსა და ტრენინგებზე გამოსვლებით, ასევე აქვეყნებს სტატიებსა და ვიდეომასალას.
მისი თანაავტორობით გამოცემულია სახელმძღვანელო „სასწავლო პროცესის ტრანსფორმაცია ტექნოლოგიების გამოყენებით“. ასევე არის რამდენიმე ონლაინ კურსის ავტორი და თანაავტორი, მათ შორის:
„სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის“ (განკუთვნილია სკოლის დირექტორების, მასწავლებლების, რესურსცენტრებისა და განათლების სპეციალისტებისთვის);
„ციფრული კონტენტის დიზაინი“ (ეხება H5P ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ინტერაქტიული კურსების შექმნას);
2020 წელს, „განათლების კოალიციის“ ეგიდით გამართულ ლიდერობის ეროვნულ კონკურსში, საუკეთესო დირექტორთა სამეულში დასახელდა. 2020 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია, ხოლო 2022 წლიდან — განათლების ხარისხის განვითარების ექსპერტი.
საცხოვრებელი მისამართი: წყალტუბოს რაიონი სოფ. ფარცხანაყანევი
დაბადების თარიღი: 06.09.1977წ.
დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი
ეროვნება: ქართველი
ოჯახური მდგ: დაოჯახებული
1995-1996 სამხედრო სავალდებილო სამსახური შსს შინაგანი ჯარების ს/ნ 2068 (მზვერავი.) 1994–1998წ ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის ფიზიკური აღზრდის სპეციალობით. №0019479
სამუშაო გამოცდილება:
1995 –1996წ. ვმუშაობდი წყალტუბოს რაიოის სოფ. ფარცხანაყანების № 1 საჯარო სკოლაში ფიზიკური აღზრდის მასწავლებლად.
1998–2006 წლებში წყალტუბოს რაიოის სოფ. ფარცხანაყანების № 2 არასრულ საჯარო სკოლაში ფიზიკური აღზრდის მასწავლებლად. 2006–2010 წლებში თავდაცვის სამინისტროს საკონტრაქტო სამსახურში( მე-2 ქვ. ბრიგადის საარტილერიო დივიზიონი S-4-ის სერჟანტი).
2010-2012 წლიდან სსიპ საგანმანათლებლი დაწესებულების მანდატურის სამსახურში.
2012-2017 წლებში ავტო მაგისტრალის უსაფრთხოების თანამშრომელი.
2017 დან დღემდე მუხიანის საჯარო სკოლის მასწავლებელი ფიზიკურ აღზრდაში.
ლია კაპანაძე 2003 წელს დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიის სპეციალობით.2004-2009წლებში სწავლობდა წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში საღვთისმეტყველო და ქრისტიანული ხელოვნების სპეციალობაზე.აქვს უფროსი მასწავლებლის სტატუსი.
2010-2016 წლებში მუშაობდა ქუთაისის კერძო სკოლა “ლამპარში”ხელოვნების მასწავლებლად. 2019წლიდან დღემდე მუშაობს სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მუხიანის საჯარო სკოლაში ხელოვნების მასწავლებლად.
ცავრინა ბაბუნაშვილი 2008 წლიდან 17 - წლიანი გამოცდილებით ასწავლის მუხიანის საჯარო სკოლაში. 2008 წლიდან 2013 წლის ჩათვლით ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას.2013-დან ასწავლის მუსიკას დღემდე.
2003 წელს მან წარჩინებით დაამთავრა ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოლოგიის ფაკულტეტი. 2003 წლის 7.07 გადაწყვეტილებით ცავრინა ბაბუნაშვილმა დაბადებულმა 1980 წლის 10.10 დაასრულა უმაღლწესი საგანმანათლებლო პროგრამის სრული კურსი და მას მიენიჭა ფილოლოგიის,ქართული ენის,ლიტერატურის და არაბული ენის მასწავლებლის კვალიფიკაცია.
დაბადების თარიღი: 17/08/1981
განათლება : 1998 წელს დაამთავრა, ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის მე 2 გიმნაზია.
იმავე წელს ჩააბარა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში , ისტორიის ფაკულტეტზე, რომელიც 2005 წელს დაამთავრა, მაგისტრის ხარისხით.
2017-2018 წლებში გაიარა, უფროსი მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა, რის შემდეგაც მიეენიჭა უფროსი მასწავლებლის სტატუსი.
დაბადების თარიღი: 24.09.1983 წ.
განათლება :
1990 -2001 წლებში წარჩინებით დაამთავრა მუხიანის საშუალო სკოლა .
2001 წელს ჩაირიცხა და 2005 წელს დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის სრული კურსი დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის სპეციალობით.
სამუშაო გამოცდილება:
2009 წლიდან დღემდე მუშაობს მუხიანის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების პედაგოგად .
2019 წელს მიენიჭა უფროსი მასწავლებლის სტატუსი .
წარმატებით გაიარ 2016 წელს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგ კურსი ,, შებრუნებული საკლასო ოთახი”.
2020-2021 აკადემიურ წელს USAID- ის საბასიზო განათლების პროგრამის ფარგლებში წარმატებით გაიარა ტრენინგკურსი და მიენიჭა ლიდერ მასწავლებლის სტატუსი.
2025 წელს ჩაბარა სპორტის მასწავლებლის გამოცდა.
მაკა ასათიანმა 2006 წელს დაამთავრა ქ.ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიენიჭა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.2006 წლიდან მუშაობს მუხიანის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლად.
2020 წელს მიენიჭა უფროსი მასწავლებლის სტატუსი.
ნანა ბაბუნაშვილი 2008 წლიდან 17 - წლიანი გამოცდილებით ასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას მუხიანის საჯარო სკოლაში.
2008 წელს მან წარჩინებით დაამთავრა ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიენიჭა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრის აკადემიური ხარისხი ქართული ლიტერატურის ისტორიის სპეციალობით.
2009 წელს წარმატებით დაასრულა წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი.
2014 წელს სასერტიფიკაციო გამოცდის საფუძველზე მიენიჭა უფროსი მასწავლებლის სტატუსი.
2015 წლიდან 2021 წლამდე
იყო სკოლის ფასილიტატორი და ზრუნავდა პედაგოგთა პროფესიულ განვითარებაზე.
2017 წელს დასაქმებული იყო სსიპ -მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში გარე დამკვირვებლის თანამდებობაზე
შტატგარეშე თანამშრომლად.
2020 წელს მიენიჭა
წამყვანი მასწავლებლის სტატუსი.
ინგლისური ენის პედაგოგი
2009 წელს დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სპეციალობით ინგლისური ენა თარჯიმან-რეფერენტი.
2012 წლიდან მუშაობს მუხიანის საჯარო სკოლაში ინგლისური ენის პედაგოგად. აქვს 14 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
2015 წელს ჩააბარა მასწავლებელთა საერთიფიკაციო გამოცდები და მიენიჭა უფროსი მასწავლებლის სტატუსი.
გავლილი აქვს უამრავი პროფესიული ტრენინგები და აქვს დამადასტურებელი სერთიფიკატები.
მაია ყუბანეიშვილი დასაქმებულია ინგლისური ენის პედაგოგად სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანის საჯარო სკოლაში 2012 წლიდან. 2009 წელს დაასრულა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ინგლისური ენის მთარგმნელ - რეფერენტის სპეციალობით,ბაკალავრის აკადემიური ხარისხით.
2013 წელს ჩააბარა მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა როგორც ინგლისურ ენაში ასევე უნარებში ,რის საფუძველზეც მიენიჭა უფროსი მასწავლებლის სტატუსი .პედაგოგს გავლილი აქვს ბევრი ტრენინგ-მოდული პროფესიული მიმართულებით და აქვს დაგროვებული შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება.
2021 წელს მიენიჭა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი.
პედაგოგი აქტიურად, პასუხისმგებლობით და დიდი ენთუზიაზმით ეწევა სასკოლო-სააღმზრდელო საქმიანობას 13 წლის განმავლობაში მუხიანის საჯარო სკოლაში.
მარიამ ჩიტაიშვილი ინგლისური ენის უფროსი პედაგოგია და 2014 წლიდან ჩართულია სქემაში. მას აგრეთვე ჩაბარებული აქვს პროფესიული უნარებისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდა.
გავლილი აქვს სხვადასხვა ტრენინგი, როგორც ინგლისური ენის, ასევე სპეციალური საჭიროების თემასთან დაკავშირებით.
2017 წელს წარჩინებით დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტი. მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი დაწყებით განათლებაში. ამავე წელს ჩააბარა მაგისტრატურაზე. 2020 წელს წარჩინებით დაასრულა მაგისტრატურა და მიენიჭა მაგისტრის სტატუსი განათლების მეცნიერებები და ხარისხის მართვა
2018 წელს მუშაობა დაიწყო დაწყებითი კლასის პედაგოგად უკანეთის( მუხიანის) დაწყებით სკოლაში
ჩაბარებული აქვს საგნის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა 10 კრედიტზე, ასევე ჩაბარებული აქვს ბუნებისმეტყველება (1-6) საგნის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა. 2020 წელს ჩააბარა წამყვანი მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდა. პორტფოლიოს შეფასებისა და გამოცდის შედეგების საფუძველზე 2021 წელს მიენიჭა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი.
დღემდე მუშაობს მუხიანის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის პედაგოგად, ასევე ბუნებისმეტყველების პედაგოგად VI კლასში. არის steam პროგრამა სკოლებში ხელმძღვანელი მასწავლებელი, რომლის ფარგლებშიც სკოლის ბაზაზე გაიხსნა სტემ სწავლების კლუბი.
არის მოტივირებული და დაინტერესებული თანამედროვე სწავლების მეთოდებით. ყოველთვის ცდილობს სიახლეები მიიტანოს ბავშვებამდე, განუვითაროს მათ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება. აიმაღლოს პროფესიული კვალიფიკაცია, რაც ხელს შეუწყობს სწავლა -სწავლების პროცესის გაუმჯობესებას.